სამშაბათი, 07.16.2019, 8:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » იანვარი » 28
ეგრისის დიდი ომი, ასევე ლაზური ომი, ქართულ ისტორიოგრაფიაში მოხსენიებულია, როგორც ომი ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ლაზიკის (ეგრისი) რეგიონზე გავლენის მოსაპოველბლად. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ლაზური ომი დეტალურად აქვს აღწერილი პროკოფიუს კესარელსა და აგათიას სქოლასტიკუსს. ლაზიკას, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიის მთებზე მნიშვნელოვან გასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად. სპარსელი სასანიდები დასთანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით. თუმცა ბიზანტიელთა მცდელობას საკუთარი ადმინისტრაცია დაენიშნა რეგიონში ლეზების აჯანყება მოჰყვა 541 წელს. ლაზების მეფე გუბაზისთხოვნის პასუხად სპარსეთის მეფე ხოსროს I ლაზიკაში შემოდის და იღებს ბიზანტიელთა მთავარ საყრდენს შავ ზღვაზე - პეტრას, ქვეყნის საკუთარ პროტექტორატად ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 5646 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (1)

ასურელი მამები, საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში მოსულა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული. ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. ი. ჯავახიშვილისმოსაზრებით, ასურელი მამები დიოფიზიტები იყვნენ, კ. კეკელიძე მათ მონოფიზიტებად მიიჩნევდა. დადასტურებულია, რომ ამავე პერიოდში და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც წავიდნენ სირიელი მოღვაწენი. საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი ყოფილა. პირველად VI საუკუნის I ნახევარში ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდეგ, VI საუკუნის შუა ხანებში, იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით, და ბოლოს, 70-იან წლებში კიაბიბოს ნეკრესელი. ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან, გარდა ზემოთ დასახელებულებისა, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1086 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (0)

ფარსმან II ქველი -- იბერიის უძლიერესი მეფე. რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ქველის ეწოდა. მეფობდა დაახლ. 120-170 წლებში. ძე მირდატ V-სი. მის დრის იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე დაახლ. 125 წელს ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში,130 წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა; სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა - რამაც ძლიერ გაანაწყენა რომი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. მალე ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდა - 144 წელს რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს პიუსის მიწვევით ფარსმან II ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩადის. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლოსეუმში. ანტონინუს პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 973 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (0)

პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში, ძვ. წ. 65 წელს, იმ ომების ეპიზოდი, რომელოიც წამოიწყო ძვ. რომის სახელმწიფომ აზიაში გაბატონებისათვის. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად საქართველოში რომაელების გავლენა დამყარდა. აღმოსავლეთ ჰეგემონობისათვის ძირითადად რომი და პონტოს სამეფო იბრძოდა. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს დაუკავშირდა სომხეთის მეფე ტიგრან II. პონტო-სომხეთის მოკავშირენი იყვნენ იბერია (ქართლი) და ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანი). ძვ. წ. 74-ძვ. წ. 66 პონტოს წინააღმდეგ ომს მეთაურობდა რომაელი სარდალი ლუკულუსი. ძვ. წ. 66 წელს მის მაგივრად სენატმა მთავარსარდლად დანიშნა გნეუს პომპეუს მაგნუსი. იმავე წელს მან აიღო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი, ტიგრან II რომის ვასალი გახდა, მითრიდატე VI კი ჯერ კოლხეთში, შემდეგ თავის ბოსფორის სამფლობელოში გაიქცა. პომპეუსი ალბანეთისა და ქართლის დაპყრობის სამზადისს შეუდგა. ქართლის მეფე არტაგმა რომაელთა სარდალს ელჩების პირით მეგობრობა შესთავაზა, პომპეუსმა ზავის დადება აღუთქვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, მოლაპარაკების დამთავრებამდე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 709 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (1)

გიორგი II, აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 922-957, კონსტანტინე III-ისძე. მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა. გიორგი II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მის სამეფოში შედიოდა ქართლი, რომლის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილიკონსტანტინე დაინიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გიორგი II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძელეონი (შემდეგში მეფე ლეონ III) დასვა. გიორგი II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტიკურ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი IIკახეთში შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელმაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებანი კახეთზე. გიორგი II-მ კვირიკე II გაათავისუფლა. შემდეგში გიორგი II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთს დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 840 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (2)


მეფე გიორგი პირველი დაიბადა 998 წელს,ქალაქ ქუთაისში.გიორგი პირველი – ბაგრატიონების დინასტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და ქვეყანას 1014-1027 წლებში მართავდა.
გამეფებიდანვე მას საკმაოდ რთული დაბრკოლებების გადალახვა უწევდა,მცირეწლოვანი მეფის წინააღმდეგ აჯანყებულებმა,საქართველოს ჰერეთ-კახეთი ჩამოაშორეს,გიორგი პირვემლა იმით ისარგებლა,რომ ამ დროს,ბიზანტიის იმპერატორი,ბასილი მეორე ბულგარეთს ეომებოდა,სწორედ ამ დროს მოახერხა მან,დაებრუნებინა ტაო.1019 წელს,როცა ბიზანტიამ ბულგარეთთან ომი დაასრულა,გიორგი პირველს მოსთხოვა,დაებრუნებინა სადავო მიწები.
1021 წელს,ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიწრა და გიორგი მეფე იძულებული გახდა,თრიალეთში გადასულიყო,სადაც მას მაშველი ჯარი დახვდა,ამ დროს,საქართველო რამდენჯერმე დამარცხა ბიზანტიასთან.გიორგი მეფემ მოლაპარაკებები დაიწყო ბიზანტიასთან და ზავის დადებას აპირებდა,თუმცა,პარალელურად ,ის ომისთვის ემზადებოდა.ამ დროს,ბიზანტიაში იმპერატოს წინააღმდეგ დაიწყო აჯანყებები,ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურობით,გიორგი პირველმა მათთან კავშირი დაამყარა და იმპერატოს უ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 4745 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (3)

ფარნავაზი — იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. III საუკუნეში. მას ტრადიციისამებრ უკავშირებენ ქართული დამწერლობის შექმნას. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ. წ. 329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა. დაახლ.ძვ.წ.320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველადისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ.წ.264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1391 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (0)

ცენტრალური ხელისუფლების დასაყრდენის გასამტკიცებლად ვახტანგ I-მა დიდი საქალაქო მშენებლობა ჩაატარა, ააშენა ახალი და ხელახლა გაამაგრა ძველი ციხეები და ქალაქები. განსაკუთრებით დიდი მშენებლობა ჩაატარა მან უჯარმასა და თბილისში. თბილისში აპირებდა იგი დედაქალაქის გადატანას, რაც განახორციელა მისმა შვილმა დაჩიმ. ეტყობა, ამ მშენებლობის გამო არის მიჩნეული ვახტანგ I ქართული ხალხური ტრადიციის თანახმად თბილისის დამაარსებლად. ვახტანგ I-მა ხელთ იგდოკავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ, და დაუკავშირდა ჩრდილოეთ კავკასიის ჰუნებს. 80-იან წწ. დასაწყისში ირანელებს განსაკუთრებით გაურთულდათ მდგომარეობა შუა აზიაში. ამით ისარგებლა ვახტანგ I-მა და 482 დაიწყო აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ. ქართლის აჯანყებას მხარი დაუჭირა სომხეთმა (ალბანეთში აჯანყება უკვე დაწყებული იყო). უპირველეს ყოვლისა ვახტანგ I-მა მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. აჯანყების პირველ წელს ვახტანგ I-მა შეძლო ირანელთა განდევნა ქართლიდან, მაგრამ მან ვერ მიიღო შეპირებული დაპირება ჰუნებისაგან, ა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 666 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (0)

დავით IV აღმაშენებელი (1073-26.01.1125)
გელათის კედლის მხატვრობა დავით IV აღმაშენებელი – ძე გიორგი II-ისა, საქართველოს უდიდესი ხელმწიფე, 1089-1125 წლებში უბრწყინვალესი მხედარი და მხედართმთავარი, მრავალმხრივი რეფორმატორი და ორგანიზატორი, გამეფდა 1089 წელს, მას შემდეგ რაც პროგრესულ;მა მოღვაწეებმა გიორგი II აიძულეს გადამდგარიყო. საქართველო მან ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი. – თურქ-სელჯუკთაგან სრულიად დაქცეული და ამოწყვეტილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და დაკნინებული. გამეფებისთანავე დავითმა შემოიკრიბა ქართველი პატრიოტები, შეადგინა საკუთარი ჯარი. გვარდია («მონა-სპა») და დაიწყო ბრძოლა თურქთა გასადევნად, საქართველოს გასათავისუფლებლად და გასაერთიანებლად. პარალელურად დავითი დაუნდობლად ებრძოდა განდგომილ ფეოდალებს და გაიმარჯვა კიდეც მათზე: გაანადგურა გაურჩებული კლდეკარის ერისთავები ლიპარიტ ივანეს ძე და რატი ლიპარიტის ძე, ასევე ძაგან არაგვის ერისთავი. 1099 წელს თურქთა სულთანს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. 1101 წელს აიღო ზედაზნის ციხე. 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე გაატარა რეფო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1047 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (0)

ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2019