ხუთშაბათი, 12.05.2024, 2:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქთბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ას ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან,ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას.1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2872 | დაამატა: mancho | თარიღი: 02.15.2010 | კომენტარი (2)

აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი ― გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველიპოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით. სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1543 | დაამატა: mancho | თარიღი: 02.15.2010 | კომენტარი (0)

სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქრომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი, რუსეთი), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა. ორბელიანი ჭაბუკიბიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური პრიენტაციათ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2137 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (3)

შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 - ? ) - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა "ვეფხისტყაოსანი”. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა. რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1864 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი,1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია.1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა "მოთქმა საწყლისა". 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1805 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)

კრწანისის ბრძოლა 1795, ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა.გეორგიევსკის ტრაქტატის [1]ერთგული ერეკლე II რუსეთის მტავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთამელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინეერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველმა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 6984 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (1)

სპინძის ბრძოლა — 1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლაოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის(1768-1774) დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან. ისტორია [შესწორება]
1770 მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაცი) გენერალი გ. ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (დაახლოებით 7 ათასი კაცი) - ერეკლე II. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. აქ ერეკლე II-მ უშუალოდ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, ხოლო ციხის ღრმა ზურგში მოტოვება, მისი აზრით, თავისთავად გადაწყვიტდა აწყურის საკითხს. ტოტლებენი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2181 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)


ბახტრიონსა და ყარაღაჯში სპარსელებმა ციხეები ააგეს. ალავერდში ხომ იდგნენ და იდგნენ! ამ ციხეებში მყოფი ყიზილბაშეი ელებს იცავდნენ და დარაჯობდნენ.
ბიძინა ჩოლოყაშვილმა კახელები ალავერდისკენ წაიყვანა, ხოლო შალვას, ელიზბარსა და ზეზვა გაფრინდაულს ლაშქარი, რომელშიც ქართლელები და მთიელები ითვლებოდნენ, ახმეტიდან ბახტრიონისკენ დაეშვა.
შუაღამისას ალავერდსა და ბახტრიონს ქართველები ერთდროულად დაეცნენ.
ზეზვამ და თუშმა გმირებმა, რომლებიც ბახტრიონზე პირველნი გადაეშვნენ, ლაშქარს ციხის კარები გაუხსნეს.
ბიძინა ჩოლოყაშვილმა ალავერდის ციხე შემუსრა.
ბახტრიონელი მეციხოვნეები გამოცვივდნენ და ალავერდისაკენ გაიჭრნენ, რათა იქ თავი შეეფარებინათ. მათ არ იცოდნენ, ალავერდსაც ბახტრიონის გასაჭირი თუ სჭირდა, შუა გზაზე ალავერდელ თანამოძმეებს შეეჩეხნენ, ჩოლოყაშვილისაგან დაფრენილები თავშესაფარებლად ბახტრიონისაკენ რომ მორბოდნენ.
ერთნი ალავერდისკენ გარბოდნენ, მეორენი ბახტრიონისკენ, მაგრამ ორივე ციხე უკვე ქართველებს ეჭირათ, მინდორში დარჩენილი ყიზილბაშები გონს ვერც მოვიდნენ, მდევრები ორივე მხრიდან რო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1532 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)

სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა). სააკაძეთა გვარი მკრთალად თუ ძუნწად, მაგრამ მაინც ჩანს საუკუნეთა წიაღში. ყველაზე ადრეული წინაპარი – ჯანზურაბ სააკაძე, იხსენიება თამარ მეფის დროს, XII საუკუნის მიწურულს. შემდგომ – დონა სააკაძე, ბაგრატ V თანამებრძოლი (1386 წლის 21 ნოემბერს, თემურლენგისშემოსევის ჟამს, თბილისის დაცემისას მეფესთან ერთად წაუყვანია ტყვედ თემურლენგს). შემდეგ გიორგი სააკაძე, იხსენიება 1547 წლის საბუთში პატრონად. ივანე ჯავახიშვილის აზრით, პატრონად მხოლოდ მსხვილი ფეოდალები იწოდებოდა. გიორგის ოთხი ვაჟი ჰყოლია: ზეშთაელი, სიაუში,ზურაბი და ივანე. ამათგან მხოლოდ სიაუშს არგუნა ბედისწერამ მამობა ყველაზე სახელგანთქმული სააკაძისა. სააკაძეთა გაძლიერება მხოლოდ და მხოლოდ მეფისადმი ერთგულების გზით ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2137 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)


ტახტის მემკვიდრემ სეფი-მირზამ შაჰ-აბასს ერთხელ უთხრა, შენს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ და ჩემს გამეფებას ფიქრობენო. ეჭვიანმა შაჰმა თავის სარდალს ყარჩიხა-ხანს სეფი-მირზას მოკვლა უბრძანა. ყარჩიხა-ხანმა ეს არასგზით არ ქნა. მაშინ ვინმე ბებუთ-ოღლის მოაკვლევინა.
სეფი-მირზას ქართველი დედა ჰყავდა, თამარ ამილახვრის ასული. გამწარებული დედის დანახვაზე შაჰი თავის ნამოქმედარს მიხვდა, გონს მოეგო და ახლა თვითონ ბებუთ-ოღლის დასჯა გადაწყვიტა. რით დავსაჯოო და, ბოლოს ეს მოიფიქრა: უბრძანა, რომ თავისი ხელით ახლა თავისივე შვილი მოეკლა. საზარელმა ჯალათმა ეს ბრძანებაც შეასრულა.
ორ შვილს შაჰმა თვალები დასწვა.
ნანახია: 2285 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (1)

1 2 3 »
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024