პარასკევი, 03.29.2024, 0:42 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

მთავარი » მასალის არქივი
ამბობენ, რომ თემურლენგზე უფრო სასტიკი დამპყრობელი დედამიწაზე არ დაბადებულა. მას სიკვდილის მფრქვეველ ვეშაპსა და ანტიქრისტეს წინამორბედს უწოდებდნენ. სირიის ქალაქ დამასკოში სამოცდაათ ათას მეომარს უბრძანა, რომ ორ დღეში თითოს თითო სირიელი მამაკაცის თავი მოეტანა შვიდი კოშკის ასაშენებლად. მთელი ქალაქი სასაკლაოდ იქცა, თავები აღარ იშოვებოდა, რადგან ქალაქში ამდენი არც მამაკაცი იყო და არც ქალი. თემურლენგის ჯარისკაცები თავებს ერთმანეთისგან ყიდულობდნენ; ვინც ვერ მიიტანდა, მას თვითონ სჭრიდნენ. ბაღდადში ადამიანთა გვამებით ციხესიმაგრე ააგო. სივაში ქალები და ბავშვები პურის ძნებივით შეკრა და როგორც კალოზე, კევრებით ისე გალეწა; ოთხი ათასი კაცი კი მიწაში ცოცხლად დამარხა. სასჯელად ქვაბში ადამიანის ცოცხლად მოხარშვაც იცოდა. მის ტყვეობას სიკვდილს არჩევდნენ. ზოგჯერ შვილებსაც კლავდნენ და თავსაც იკლავდნენ, ოღონდ თემურლენგს არ ჩავარდნოდნენ. შუააზიელი, მონღოლთა გვარის შთამომავალი იყო. ყაჩაღების რაზმი ჰყავდა. თანდათან ისე მომძლავრდა, რომ ქვეყანაც დაიპყრო. მერე ერთბაშად იფეთქა და ჩინეთს, ინდოეთს, სპარსეთს, რუსეთს, კ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2533 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)

გიორგი V ბრწყინვალე (1286 — 1346) - საქართველოს მეფე 1314-1346, დემეტრე II თავდადებულის ძე. აღიზარდა სამცხეში, მისი ბაბუის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის(მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილისის მეფეს" უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III(მეფობდა 1302-08 წლებში). 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო. იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. ჯერ კიდევ ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან - ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. 1329 წელს გიორგი V-მ შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334 წე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1553 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)


თამარ მეფე იყო შვილიშვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა. როდესაც თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო ერთიანი და ძლიერი სამეფო იყო. თამარი იყო მეტად ჭკვიანი, მტკიცე ხასიათის, კაცთმოყვარე და იშვიათი სიმშვენიერის. თამარი ოცი წლისა გამეფდა.
თამარის მამის, გიორგის, მეფობის დროს ბევრი უღირი დიდგვაროვანი გადააყენეს თანამდებობიდან და მათ ადგილზე ღირსეული, უფრო ნიჭიერი და უანგარო, თუმც კი უფრო დაბალი გვარისანი დააყენეს. ამ გადაყენებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებზე დაბრუნება მოთხოვეს. რადგან მეფეს ქართველთა სისხლის დაღვრა არ სურდა, მან მშვიდობიან ხერხს მიმართა: აჯანყებულ დიდებულებთან ორი მოხუცებული, ყველასაგან პატივცემული მანდილოსანი გაგზავნა მოსარიგებლად. მათ აჯანყებულებს ურჩიეს, წინააღმდეგობაზე ხელი აეღოთ და აღუთქვეს, ვინც თქვენგანი ღირსეული აღმოჩნდება, ყველა შესაფერის ადგილს მიიღებსო. გაჭრა მანდილოსნების შუამავლობამ და აჯანყებულები დაშოშმინდნენ.
შემდეგ თამარი შეუდგა სამღვდელოების სრულ განახლებას, სამღვდელოების მეთაური კათალიკოსი მიქაელი იყო ა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1737 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (1)

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1099 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.

ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისათვის. საინტერესოა, რომ ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ, როდესაც სხვადასხვა სელჩუკ და არაბებს სახელმწიფოებს შორის გაერთიანება შედგა, მისი პირველი დარტყმა საქართველოს წინააგმდეგ მიიმართა. როგორც ჩანს სულთან მაჰმუდ II-სა და მის მოკავშირეებს სურდათ სწრაფი იერიშ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 3344 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)

დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, მიწა-წყალი, რომელიც ტაოს მეფის დავით III-ის ანდერძის თანახმად ბიზანტიის იმპერიას უნდა გადასცემოდა და რომლის გამოც შემდეგში ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის. დავით III-ის სამემკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა იმიერტაო ჩრდილო ბასიანითურთ. 979 წელს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით III-ს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ" (გიორგი მთაწმიდელი). XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) ცნობით, ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტოარიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდინარე ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით, ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდინარე არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრიტის ხეობაში. ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების სამემკვიდრეოდ შენარჩუნების მიზნით დავით III დაუკავშირდა იმპერატორის ქინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას, მაგრამ მისი დამარცხ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1774 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)

ერთიანი საქართველო — ფეოდალური სახელმწიფო საქართველოში. საფუძველი ჩაეყარა 975 წელს, როდესაც ტაო-კლარჯეთისმეფემ დავით III კურაპალატმა ქართლში მეფედ დასვა თავისი შვილობილი ბაგრატ III (ძე გურგენ II-ისა), 978 წელს კი "აფხაზთა მეფედაც” აკურთხა. 1001 წელს ბაგრატ შეიერთა დავით III-ის სამფლობელო კლარჯეთი, ხოლო 1008 წელს მამამისის სამფლობელოტაო. ასე გაერთიანდა საქართველო, ხოლო ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა. ამ პერიოდში საქართველოს სამეფოში შედიოდა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო გარდა კახეთ-ჰერეთისა. თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რჩებოდა არაბი ამირების ხელში. სამეფოს დედაქალაქი უფლისციხე იყო, ხოლო 1046 წლიდან - თბილისი. სამეფოს მართავდნენ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები. საქართველოს გაერთიანების პროცესი, რომელიც VIII საუკუნიდანდაიწყო, დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, 1122 წელს - თბილისი. XII საუკუნეშისაქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელ კავკასიას მოიცავდა.
1225 წლიდან საქართველოს ჯერ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 853 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)

არაბობა საქართველოში, არაბთა ფეოდალური სახელმწიფოს (სახალიფოს) მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, რომელიც მეტ-ნაკლები სიძლიერითა და მოცულობით VII საუკუნის შუაწლებიდან XI საუკუნის შუაწლებამდე გრძელდებოდა.

არაბობა საქართველოში შეიძლება სამ მთავარ პერიოდად დაიყოს:

1. საქართველოში არაბთა შემოსვლიდან თბილისის საამიროს დაარსებამდე (VII საუკუნის 50-იანი წლები - VIII საუკუნის 30-იანი წლები). ეს იყო სახალიფოს მიერ საქართველოში გაბატონებისათვის ბრძოლის ხანა;

2. VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან IX საუკუნის 80-იან წლებამდე (თბილისის საამიროს დაარსებიდან სახალიფოსგან მის ჩამოშორებამდე და დამოუკიდებელ სამთავროდ გადაქცევამდე). ეს იყო აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა მყარი ბატონობის ხანა;

3. IX საუკუნის II ნახევრიდან XI საუკუნის შუაწლებამდე (ახლო და შუა აღმოსავლეთში თურქსელჩუკების გაბატონებამდე). ამ პერიოდში არაბობა საქართველოში, როგორც არაბთა ბატონობა, ფაქტობრივად ლიკვიდირებული იყო და იგი მხოლოდ გადმონაშთის — თბილიისის საამიროს სახით არსებობდა.

... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 4239 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)

შუშანიკი (სომხ. Շուշանիկ, დ. დაახლ. 440 — გ. 475), ქართლის პიტიახშის ვარსქენისმეუღლე (V საუკუნის II ნახევარი), სომეხთა ქართველი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული. როდესაც საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა უარყოქრისტიანობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, შუშანიკი გაემიჯნა ქმარს. ვარსქენმა ის საპყრობილეში ჩასვა და ულმობლად სტანჯა დ გვემა იგი. შუშანიკი დიდი სულიერი მხნეობით გაუმკლავდა განსაცდელს და სახელი გაითქვა მთელს ქართლში. შუშანიკი გარდაიცვალა ციხეში ტანჯვის მეშვიდე წელს. შუშანიკისა და ვარსქენის დამოკიდებულებამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიიღო.ქრისტიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული შუშანიკი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შუშანიკის ღვაწლი და ცხოვრება აღწერა იაკობ ცურტაველმა (ხუცესმა). ქართულმა მართლმადიდებლურმა, სომხურ-გრიგორიანულმა და რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა წმინდანად შერაცხეს და ხსენების დღე 17 ოქტომბერი (ქართული და სომხური ეკლესია) და 10 სექტემბერი (რუსული ეკლესია) დააწესეს.
ნანახია: 1741 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.29.2010 | კომენტარი (0)

ეგრისის დიდი ომი, ასევე ლაზური ომი, ქართულ ისტორიოგრაფიაში მოხსენიებულია, როგორც ომი ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ლაზიკის (ეგრისი) რეგიონზე გავლენის მოსაპოველბლად. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ლაზური ომი დეტალურად აქვს აღწერილი პროკოფიუს კესარელსა და აგათიას სქოლასტიკუსს. ლაზიკას, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიის მთებზე მნიშვნელოვან გასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად. სპარსელი სასანიდები დასთანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით. თუმცა ბიზანტიელთა მცდელობას საკუთარი ადმინისტრაცია დაენიშნა რეგიონში ლეზების აჯანყება მოჰყვა 541 წელს. ლაზების მეფე გუბაზისთხოვნის პასუხად სპარსეთის მეფე ხოსროს I ლაზიკაში შემოდის და იღებს ბიზანტიელთა მთავარ საყრდენს შავ ზღვაზე - პეტრას, ქვეყნის საკუთარ პროტექტორატად ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 7794 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (1)

ასურელი მამები, საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში მოსულა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული. ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. ი. ჯავახიშვილისმოსაზრებით, ასურელი მამები დიოფიზიტები იყვნენ, კ. კეკელიძე მათ მონოფიზიტებად მიიჩნევდა. დადასტურებულია, რომ ამავე პერიოდში და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც წავიდნენ სირიელი მოღვაწენი. საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი ყოფილა. პირველად VI საუკუნის I ნახევარში ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდეგ, VI საუკუნის შუა ხანებში, იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით, და ბოლოს, 70-იან წლებში კიაბიბოს ნეკრესელი. ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან, გარდა ზემოთ დასახელებულებისა, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1561 | დაამატა: mancho | თარიღი: 01.28.2010 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024