სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » ერთიანი საქართველო
2:21 PM ერთიანი საქართველო |
ერთიანი საქართველო — ფეოდალური სახელმწიფო საქართველოში. საფუძველი ჩაეყარა 975 წელს, როდესაც ტაო-კლარჯეთისმეფემ დავით III კურაპალატმა ქართლში მეფედ დასვა თავისი შვილობილი ბაგრატ III (ძე გურგენ II-ისა), 978 წელს კი "აფხაზთა მეფედაც” აკურთხა. 1001 წელს ბაგრატ შეიერთა დავით III-ის სამფლობელო კლარჯეთი, ხოლო 1008 წელს მამამისის სამფლობელოტაო. ასე გაერთიანდა საქართველო, ხოლო ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა. ამ პერიოდში საქართველოს სამეფოში შედიოდა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო გარდა კახეთ-ჰერეთისა. თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რჩებოდა არაბი ამირების ხელში. სამეფოს დედაქალაქი უფლისციხე იყო, ხოლო 1046 წლიდან - თბილისი. სამეფოს მართავდნენ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები. საქართველოს გაერთიანების პროცესი, რომელიც VIII საუკუნიდანდაიწყო, დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, 1122 წელს - თბილისი. XII საუკუნეშისაქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელ კავკასიას მოიცავდა. 1225 წლიდან საქართველოს ჯერ ჯალალ-ედ-დინი შემოესია, შემდეგ მონღოლები. 1242 წლიდან საქართველო მონღოლთა ვასალი გახდა, რომლებმაც 1247 წელს აქ ერთდროულად ორი მეფე დასვეს: დავით VI ნარინი (რუსუდანის ძე) და დავით VII ულუ (ლაშა-გიორგის ძე). 1258 წელს მათ საქართველოზე ორად გაიყვეს: აღმოსავლეთად და დასავლეთად. 1329 წელს გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ გააერთიანა საქართველო და მონღოლები განდევნა. XV საუკუნის შუა წლებში თემურლენგისა და "შავბატკნიანთა” შემოსევების შედეგად საქართველო დასუსტდა და დაიშალა სამეფო-სამთავროებად: მას ჯერ სამცხის სამთავრო გამოეყო, შემდეგიმერეთის სამეფო, ბოლოს კახეთის სამეფო. 1491 წელს ქართველმა მეფე-მთავრებმა სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა და საზღვრებიც დაადგინეს.
|
ნანახია: 894 |
დაამატა: mancho
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
| | |