სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » ფარსმან ქველი
|
ფარსმან II ქველი -- იბერიის უძლიერესი მეფე. რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ქველის ეწოდა. მეფობდა დაახლ. 120-170 წლებში. ძე მირდატ V-სი. მის დრის იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე დაახლ. 125 წელს ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში,130 წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა; სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა - რამაც ძლიერ გაანაწყენა რომი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. მალე ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდა - 144 წელს რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს პიუსის მიწვევით ფარსმან II ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩადის. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლოსეუმში. ანტონინუს პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. იბერიის გაძლიერებით უკმაყოფილო იყო პართია. დაახლ. 150-155 წლებში პართიის მეფე ვოლოგეზ III-მ ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან II-მ ორჯერვე სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი. მალე ფარსმან ქველი იმდენად გაძლიერდა რომ თვითონ ილაშქრა პართიის წინააღმდეგ მან დაამარცა ვოლოგეზ III და მისი დედაქალაქი კტესიფონიც კი აიღო. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა. დაახლ. 170 წელს ფარსმან ქველი გარდაიცვალა, როგორც ისტორიული გადმოცემა გვაუწყებს იგი მოწამლა პართიელების მიერ მოსყიდულმა მზარეულმა.
|
ნანახია: 1798 |
დაამატა: mancho
| რეიტინგი: 4.7/3 |
|
|
| | |