ოთხშაბათი, 06.19.2019, 2:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » დავით კურაპალატი
2:23 PM
დავით კურაპალატი
დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, მიწა-წყალი, რომელიც ტაოს მეფის დავით III-ის ანდერძის თანახმად ბიზანტიის იმპერიას უნდა გადასცემოდა და რომლის გამოც შემდეგში ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის. დავით III-ის სამემკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა იმიერტაო ჩრდილო ბასიანითურთ. 979 წელს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით III-ს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ" (გიორგი მთაწმიდელი). XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) ცნობით, ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტოარიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდინარე ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით, ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდინარე არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრიტის ხეობაში. ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების სამემკვიდრეოდ შენარჩუნების მიზნით დავით III დაუკავშირდა იმპერატორის ქინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას, მაგრამ მისი დამარცხების შემდეგ (989) იძულებული გახდა ბასილი კეისრისათვის პატიება ეთხოვა და დაანხმებულიყო , რომ სიკვდილის შემდეგ მისი სამფლობელოები იმპერიას შეერთებოდა. მკვლევართა შორის არაა თანხმობა, თუ რა ქვეყნები უნდა გადასცემოდა ბიზანტიას ამ დათმობის შედეგად. ერთნი ფიქრობდენ, რომ აქ მხოლოდ „ზემონი ქუეყანანი" უნდა იგულისხმებოდეს, სხვებს მიაჩნიათ, რომ დავით III-მ მისი სამფლობელო უანდერძა იმპერატორს. მეორე მოსაზრება უფრო სწორი უნდა იყოს, რადგან „ზემონი ქუეყანანი" მას ისედაც დროებით, მხოლოდ სიცოცხლის მანძილზე გადაეცა სამფლობელოდ.
ნანახია: 1335 | დაამატა: mancho | რეიტინგი: 4.5/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2019