შაბათი, 04.27.2024, 0:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » ვახტანგ გორგასალი
6:11 PM
ვახტანგ გორგასალი
ცენტრალური ხელისუფლების დასაყრდენის გასამტკიცებლად ვახტანგ I-მა დიდი საქალაქო მშენებლობა ჩაატარა, ააშენა ახალი და ხელახლა გაამაგრა ძველი ციხეები და ქალაქები. განსაკუთრებით დიდი მშენებლობა ჩაატარა მან უჯარმასა და თბილისში. თბილისში აპირებდა იგი დედაქალაქის გადატანას, რაც განახორციელა მისმა შვილმა დაჩიმ. ეტყობა, ამ მშენებლობის გამო არის მიჩნეული ვახტანგ I ქართული ხალხური ტრადიციის თანახმად თბილისის დამაარსებლად. ვახტანგ I-მა ხელთ იგდოკავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ, და დაუკავშირდა ჩრდილოეთ კავკასიის ჰუნებს. 80-იან წწ. დასაწყისში ირანელებს განსაკუთრებით გაურთულდათ მდგომარეობა შუა აზიაში. ამით ისარგებლა ვახტანგ I-მა და 482 დაიწყო აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ. ქართლის აჯანყებას მხარი დაუჭირა სომხეთმა (ალბანეთში აჯანყება უკვე დაწყებული იყო). უპირველეს ყოვლისა ვახტანგ I-მა მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. აჯანყების პირველ წელს ვახტანგ I-მა შეძლო ირანელთა განდევნა ქართლიდან, მაგრამ მან ვერ მიიღო შეპირებული დაპირება ჰუნებისაგან, არც ბიზანტიელები დაეხმარნენ. ამას შინაური მტრების აშლილობაც დაემატა და, როცა 483 ქართლში მოვიდა ირანის სარდალი მიჰრანი, ვახტანგ I-მა უკან დაიხია ქართლისა და სომხეთის საზღვრებისაკენ. მთებში მას შეუერთდნენ აჯანყებული სომხები ვაჰან მამიკონიანის მეთაურობით. სომეხ-ქართველთ ლაშქარი მტერს შეებრძოლა ჭარმანაინის ველზე. გაიმარჯვეს ირანელებმა, მაგრამ თავისი გამარჯვებით ბოლომდე ვერ ისარგებლეს, რადგან მიჰრანი ირანში გაიწვიეს. 484 ქართლში შემოვიდა ირანელი სარდალი ზარმიჰრ ჰაზარავუხტი. ვახტანგ I ეგრისში გადავიდა. ამ დროს ირანელები დამარცხდნენ შუა აზიაში, ბრძოლაში დაიღუპა თვით შაჰი პეროზი. ამან ირანელები აიძულა ზოგი რამ აეთმო აჯანყებულთათვის. ვახტანგ I შემდგომშიც განაგრძობდა ბრძოლას ირანელთა წინააღმდეგ და საბოლოოდ სიცოცხლეც შესწირა მას (გარდაიცვალა ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობისაგან). ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა ბრძოლამ ვახტანგ I ნახევრად ლეგენდარულ ეროვნულ გმირად აქცია. XI საუკუნის ისტორიკოსი ჯუანშერი თავის მხატვრულ-ისტორიულ წიგნში "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა" აქებს და ადიდებს მას. ვახტანგ I დასაფლავებულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.
ნანახია: 936 | დაამატა: mancho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024