ორშაბათი, 12.10.2018, 11:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » თემურლენგი
3:24 PM
თემურლენგი
ამბობენ, რომ თემურლენგზე უფრო სასტიკი დამპყრობელი დედამიწაზე არ დაბადებულა. მას სიკვდილის მფრქვეველ ვეშაპსა და ანტიქრისტეს წინამორბედს უწოდებდნენ. სირიის ქალაქ დამასკოში სამოცდაათ ათას მეომარს უბრძანა, რომ ორ დღეში თითოს თითო სირიელი მამაკაცის თავი მოეტანა შვიდი კოშკის ასაშენებლად. მთელი ქალაქი სასაკლაოდ იქცა, თავები აღარ იშოვებოდა, რადგან ქალაქში ამდენი არც მამაკაცი იყო და არც ქალი. თემურლენგის ჯარისკაცები თავებს ერთმანეთისგან ყიდულობდნენ; ვინც ვერ მიიტანდა, მას თვითონ სჭრიდნენ. ბაღდადში ადამიანთა გვამებით ციხესიმაგრე ააგო. სივაში ქალები და ბავშვები პურის ძნებივით შეკრა და როგორც კალოზე, კევრებით ისე გალეწა; ოთხი ათასი კაცი კი მიწაში ცოცხლად დამარხა. სასჯელად ქვაბში ადამიანის ცოცხლად მოხარშვაც იცოდა. მის ტყვეობას სიკვდილს არჩევდნენ. ზოგჯერ შვილებსაც კლავდნენ და თავსაც იკლავდნენ, ოღონდ თემურლენგს არ ჩავარდნოდნენ. შუააზიელი, მონღოლთა გვარის შთამომავალი იყო. ყაჩაღების რაზმი ჰყავდა. თანდათან ისე მომძლავრდა, რომ ქვეყანაც დაიპყრო. მერე ერთბაშად იფეთქა და ჩინეთს, ინდოეთს, სპარსეთს, რუსეთს, კავკასიას - აღმოსავლეთსა და დასავლეთს მოედო, ფიქრად ჩინგიზ ხანის ქვეყნის აღდგენა გაიხადა, სპობდა, ანგრევდა, ატყვევებდა; მთელს დედამიწას ორი ხელმწიფე ეყოფაო, - გაიძახოდა. ერთხელ ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა. მაშინ უწოდეს ლენგი (კოჭლი). მისი საბრძანებლის დედაქალაქი სამარყანდი იყო. მთელი სიმდიდრე იქ მიჰქონდა, იქ აგროვებდა. ყველა ქალაქის დამანგრეველი, ამ ერთ ქალაქს აშენებდა; ბოლოს იქ განისვენა: მისი საფლავი ახლაც სამარყანდშია, მავზოლეუმში, რომელიც სიცოცხლეში ააშენა. მკვდარმაც ვერ მოისვენა, საძვალეში ჩასვენებული, კარგა ხანს ძაღლივით ყმუოდაო, - წერია ძველ წიგნებში.
ნანახია: 1843 | დაამატა: mancho | რეიტინგი: 3.2/10
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2018