ხუთშაბათი, 03.28.2024, 10:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » გიორგი ll
6:19 PM
გიორგი ll
გიორგი II, აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 922-957, კონსტანტინე III-ისძე. მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა. გიორგი II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მის სამეფოში შედიოდა ქართლი, რომლის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილიკონსტანტინე დაინიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გიორგი II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძელეონი (შემდეგში მეფე ლეონ III) დასვა. გიორგი II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტიკურ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი IIკახეთში შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელმაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებანი კახეთზე. გიორგი II-მ კვირიკე II გაათავისუფლა. შემდეგში გიორგი II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთს დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი და კვირიკე დაზავდნენ. კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა. გიორგი II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაოკლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გიორგი II-ის ასული გურანდუხტი გურგენ მეფეთა მეფის მეუღლე იყო; გიორგი II-ის აქტიური ხელშეწყობით X საუკუნის II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტურის სფეროშიც. ქართული წყარო მას ეკლესიათა ამშენებელს უწოდებს. გიორგი II-მ დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.
ნანახია: 1217 | დაამატა: mancho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 Toko  
0
eess mcdaria

1 mancho  
0
v i love you history

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024