ხუთშაბათი, 01.17.2019, 1:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » გიორგი 1
6:18 PM
გიორგი 1

მეფე გიორგი პირველი დაიბადა 998 წელს,ქალაქ ქუთაისში.გიორგი პირველი – ბაგრატიონების დინასტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და ქვეყანას 1014-1027 წლებში მართავდა.
გამეფებიდანვე მას საკმაოდ რთული დაბრკოლებების გადალახვა უწევდა,მცირეწლოვანი მეფის წინააღმდეგ აჯანყებულებმა,საქართველოს ჰერეთ-კახეთი ჩამოაშორეს,გიორგი პირვემლა იმით ისარგებლა,რომ ამ დროს,ბიზანტიის იმპერატორი,ბასილი მეორე ბულგარეთს ეომებოდა,სწორედ ამ დროს მოახერხა მან,დაებრუნებინა ტაო.1019 წელს,როცა ბიზანტიამ ბულგარეთთან ომი დაასრულა,გიორგი პირველს მოსთხოვა,დაებრუნებინა სადავო მიწები.
1021 წელს,ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიწრა და გიორგი მეფე იძულებული გახდა,თრიალეთში გადასულიყო,სადაც მას მაშველი ჯარი დახვდა,ამ დროს,საქართველო რამდენჯერმე დამარცხა ბიზანტიასთან.გიორგი მეფემ მოლაპარაკებები დაიწყო ბიზანტიასთან და ზავის დადებას აპირებდა,თუმცა,პარალელურად ,ის ომისთვის ემზადებოდა.ამ დროს,ბიზანტიაში იმპერატოს წინააღმდეგ დაიწყო აჯანყებები,ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურობით,გიორგი პირველმა მათთან კავშირი დაამყარა და იმპერატოს უარი განუცხადა ზავსე,თუმცა,საბოლოოდ აჯანყებულები მაინც დამარცხდნენ.გიოგრი მეფე კვლავ დათანხმდა ზავს,მაგრამ ის მაინც არ აპირებდა დანებებას და ომისთვის ემზადებოდა,თუმცა,როგორც ჩანს,იმპერატორი მიხვდა მის განზრახვას და დაასწრო ომის დაწყება,მიუხედავად იმისა,რომ თავიდან გიორგი პირველის მხარეს იყო უპირატესობა,საბოლოოდ მაინც დამარცხდა.1022-1023 წელს,მეფე იძულებული გახდა მიეღო ზავის მძიმე პირობები:სადავო ტერიტორია ბიზანტიამ მიიტაცა,ტახტის მემკვიდრე ბაგრატი,სამი წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში,საქართველომ კი დაკარგა,ე.წ დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა.ჩანს,რომ გიორგი I არ კარგავდა დროს და რევანშისთვის ემზადებოდა,1025 წელს გამომჟღავნდა ვასპურაკანის მმართველის,ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ,რომლის მონაწილე გიორგი პირველი იყო.
გიორგი მეფემ,იცოდა რამდენიმე უცხო ენა,მიუხადავ ამისა,ის არასდროს ლაპარაკობდა სხვა ენებზე,რაც მისი პატრიოტიზმზე მეტყველებს.მას განსაკუთრებულად სძულდა ბიზანტიელები,ამის მიზეზს,ზემოთ ხსენებული ისტორია აძლევდა.
როგორც ისტორიული წყაროები გვიჩვენებს,ის იყო "უშიშო,ვითარცა უხორცო”,(დიდოსტატის მარჯვენა),ანუ,როგორც ჩანს,მას არაფრის ეშინოდა,გარდა გველისა,რომლის ნახვის შემთხევაში აჟრჟოლებდა კიდევაც.
მას ბევრი აკრიტიკებს იმის გამო,რომ მან დეიდაშვილის გასწირა საყვარელი ქალის გამო,რომლის მამა,მისი პირადი მტერი იყო და ქვეყნის გადატრიალებაში მონაწილეობდა,რის გამოც,მას თვალები დასთხარა.ის,რომ მან გასწირა დეიდაშვილი და ისეთი ქალი შეუყვარდა,რომლის შეყვარების უფლებაც არ ჰქონდა (ზოგიერთი ასე თვლის),შეიძლება აიხსნას იმ მიზეზით,რომ მას ადრეული ასაკიდან მოუხდა ქვეყნის მართვა,მას არ ჰქონდა გართობის უფლება,როგორც მის ტოლ ბავშვებს (მართლაც,რომ ბავშვი იყო გამეფებისას),ასევე,მას ძალით შერთეს ცოლი,რომლის ინიციატორი იყო მელქისედეკ კათალიკოსი,მოკლედ,თამამად შეიძლაბა ითქვას,რომ არ გაუმართლა სიყვარულში და სწორედ ამიტომ შეუყვარდა სხვა,ნამდვილი და წრფელი სიყვარულით (დიდოსტატში ნათლად ჩანს მისი სიყვარული შორენასადმი).მას,ასევე ხშირად უწევდა სიტყვების მოსმენა:”მეფე ხარ და გმართებს”,”მეფე ხარ და ხამს”,რაც შემაწუხებელი და მოსაბეზრებელი იყო მისთვის.
ასევე,სწორედ გიორგი პირველის სახელს უკავშირდე მცხეთის სვეტიცხოვლის აშენება,მან დაიქირავა არქიტექტორი და თვალყურსაც თვითონვე ადევნებდა,ყველაფერი გააკეთა იმისათვის,რომ სხვეტისცხოველი უნაკლოდ ყოფილიყო აშენებული.თუმცა,მან მარჯვენა მკლავი მოჰკევეთა არქიტექტორს,მიზეზად კი,სვეტიცხოვლის ცუდად აშენება დაასახელა,მიუხედავ იმისა,რომ შესანიშნავად იცოდა,მისი უნაკლოობა,ამ შემთხევაში,მკვლავის მოკვეთის მიზეზი,პირადი ანგარიშსწორება იყო (არქიტექტორი,მას მეტოქედ მიაჩნდა სიყვარულში).
თუმცა,ბევრი მის ღვაწლს სვეტისხოველის აშენებაში,სხვა რამეს მიაწერს,ფიქრობენ,რომ ეს თავისი ცოდვების გამოსასყიდლად ააშენა,ცოდვების,რომელიც მას "ოლტისის” გადაწვაში მიუძღვის,ომში დამარცხებულმა მეფემ,ჯავრი ოლტისზე იყარა და მისი გადაწვა ბრძანა,ამის შემდეგ,მას ბევრჯერ მოელანდა ცეცხლწაკიდებული ოლტიტის ეკლესია.
გიორგი მეფეს,მეფის თანამდებომით შეწუხებულს,ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად გართობა და ნადირობა,ის შეიმოსებოდა,როგორც უბრალო ადამიანი,შეირქმევდა თავის საყვარელ სახელს,”გლახუნა ავშანიძე” და გავიდოდა სანადიროდ,სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნადირობა გახდა საბედისწერო მისთვის,ნადირობისას მას ნაწლავები გადაეხლართა და სასტიკი სიკვდილით მოკვდა,სიკვდილის წინ,მან მხოლოდ თავის მეგობარ,პიპასთან ისურვა საუბარი,რომელსაც მოუყვა ყველა თავის შეცდომები,ასევე ის,თუ რას ფიქრობდა ქართველებზე,როგორც თვითონ აბმობს,გაბრაზებული იყო ქართველ ხალხზე,უფრო სწორად გული დაწყდა მათი საქციელით.რადგან ქართველები,მას აფხაზს იწოდებდნენ,აფხაზები კიდევ,ქართველების მსტოვარს.თუმცა,ეს არ არის ის სრული სია,რის გამოც ის გულდაწყვეტილი იყო თავის ხალხზე,გარდა ხალხისა,ის არ წყალობდა,როგორც მამამისს,ასევე შვილს და სხვა ქართველ მეფეებსაც,ამის მიზეზი კი ის იყო,რომ მისი აზრით,ისინი მუდამ ცდილობდნენ ბიზანტიელების გული მოეგოთ,ამას ქართველი ეპისკოპოსებიც ცდილობდნენ,რომლებიც,წესით არ უნდა ჩარეოდნენ სახელმწიფოს მმართველობაში.გიორგი მეფე,სწორედ ქართველებს ადანაშაულებდა ბიზატიასთან დამარცხებას,მიუხედავ იმისა,რომ არაფერი მოიმექმედა თავისი ხალხის წინააღმდეგ,ის კარგად ხვდებოდა,რომ ქართველებმა უღალატეს და ბასილი II-ის მხარეს ყოფნა ამჯობინეს.
რაც შეეხება მის ნეშტს,რამდენიმე თვის უკან,არქეოლეგემბა ჩაატარეს გათხრები ბაგრატის ტაძარში,არქეოლეგები ამტკიცებენ,რომ იქ ნაპოვნი სამარხი,გიოგრი პირველს ეკუთვნის,არქეოლოგები ამბობენ:”თუმცა,ნეშტი ნაპოვნი არ არის,არსებობს ყველა ნიშანი იმისა,რომ ეს სამარხი გიორგი პირველს ეკუთვნის”.მათ ვარაუდს საფუძველს აძლევს,საკურთხევლის მარჯვენა მხარეს,აკლდამაზე გაკეთებული წარწერა:”ღმერთო განადიდე გიორგი პირველი”.
არქეოლოგები ფიქრობენ,რომ სამარხი XVII საუკუნეში თურქების შემოსევისას გაიძარცვა,თუმცა მათ მაინც შეძლეს XI საუკუნის ნივთების – რვა შუშის კანდელის,ბრინჯაოს დიადემის და სხვადასხვა კერამიკული ჭურჭლის ნამსხვრევების პოვნა.
"ამ ნივთების აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება,მაგრამ მთავარი ისაა,რომ ანტიკური წყაროები,როგორიცაა,მაგ,”ქართლის ცხოვრება” შეიცავს ცნობას:XI საუკუნის პირველ ნახევარში აქ იყო სამარხები,ისეთი ისტორიული პირებისა,როგორების იყვნენ მეფე გიორგი პირველი და ბიზანტიის დედოფალი ელენე”,განაცხადა კულტურის,სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
P.შ,გიორგი მეფის ცხოვრება,შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად,როგორც მეფის და,როგორც უბრალოდ ადამიანის,ადამიანის,რომელმაც დაუშვა რამდენიმე დასამახსოვრებელი შეცდომა,რომელსაც მისი უდანაშაულო ნათესავი და შესანიშნავი არქიტექტორი იმსხვერპლა.,ხოლო,მეფეზე შეიძლება სმართლიანად ითქვას,რომ ის მართლაც უნაკლო მეფე იყო,რომელსაც არასდროს უღალატია ქვეყნის და თავისი ხალხის ინტერესებისათვის,ის მუდამ მათი ერთგული და პატრიოტი იყო.მას კონსტანტინე გამსახურდია მოიხსენიებს,როგორც ყველაზე საცოდავ მეფეს,ქართველ მეფეთა შორის,რადგან მის ღვაწლზე ძალიან ცოტას საუბრობენ და არ აფასებენ მას,მისი დამსახურებების შესაბამისად,ასევე,როგორც ზემოთ აღვნიშნე,მას არაფერში გაუმართლა და მთელი ცხოვრება უბედური იყო,გამსახურდია,მას ასევე ორ კულაპალატს შორის გასრესილ მეფეს უწოდებს (იგულისხმება გიორგის მეფის მამა და შვილი).
ლევან ჯგერენაია
ნანახია: 4484 | დაამატა: mancho | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 3
0 Spam
3 oto  
komentari rato washalet?

0 Spam
2 oto  
erti es gamagebinet shorena realuri personajia tu mogonili

0 Spam
1 sofiko  
dzalian mikvars es mefe.chemi azrit didebuli adamiani da mefe iko unda vamakobdet misit,iseve rogorc davit agmasheneblit.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2019