პარასკევი, 03.29.2024, 4:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » დიდი ომიანობა ეგრისში
6:33 PM
დიდი ომიანობა ეგრისში
ეგრისის დიდი ომი, ასევე ლაზური ომი, ქართულ ისტორიოგრაფიაში მოხსენიებულია, როგორც ომი ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ლაზიკის (ეგრისი) რეგიონზე გავლენის მოსაპოველბლად. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ლაზური ომი დეტალურად აქვს აღწერილი პროკოფიუს კესარელსა და აგათიას სქოლასტიკუსს. ლაზიკას, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიის მთებზე მნიშვნელოვან გასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად. სპარსელი სასანიდები დასთანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით. თუმცა ბიზანტიელთა მცდელობას საკუთარი ადმინისტრაცია დაენიშნა რეგიონში ლეზების აჯანყება მოჰყვა 541 წელს. ლაზების მეფე გუბაზისთხოვნის პასუხად სპარსეთის მეფე ხოსროს I ლაზიკაში შემოდის და იღებს ბიზანტიელთა მთავარ საყრდენს შავ ზღვაზე - პეტრას, ქვეყნის საკუთარ პროტექტორატად აღიარებით. თუმცა შაჰის მცდელობას ქვეყანა სპარსეთის პირდაპირ დაქვემდებარებაში მოეყვანა ზოროასტრიზმზე მოქცევითქრისტიანი ლაზების უკმაყოფილება გამოიწვია და მეფე გუბაზი ისევ აჯანყდა 548 წელს, ამჟამად სპარსელების წინააღმდეგ. გუბაზ II-მ დახმარება იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა და ასევე ალანები და საბირებიშემოიყვანა ალიანსში. იუსტინიანემ 7000 რომაელი და 1000 ზანი გამოგზავნა გუბაზის დასახმარებლად და პეტრას ციხე-სიმაგრის გასამაგრებლად. სპარსთა გამაგრებამ მირმიროს მეთაურობით დაამარცხა ბიზანტიელთა მცირერიცხოვანი ძალა, რომელიც იმერის გადასასვლელს იცავდა და პეტრას ალყა შემოარტყა. მირმიროსმა ციხის დასაცავად 3000 მეომარი დატოვა, თავად კი სომხეთისკენ გაემართა. ლაზიკის დასარბევად დარჩენილი 5000 ჯარისკაცი დაგისთუსმა (საბირთა მეთაურმა) გაანადგურა ფაზისთან ბრძოლაში 550 წელს. სპარსთა მომდევნო შემოტევაც წარუმატებელი აღმოჩნდა - მათი მეთაური ფაროქანი მდინარე ცხენისწყალთან ბრძოლაში მოკლულ იქნა. ბიზანტიელთა ახალმა მეთაურმა ბესასმა ჩააცხრო აბაზგების პრო-სპარსული აჯანყება, აიღო პეტრა და მირმიროსიარქეოპოლისთან დაამარცხა 551 წელს. თუმცა ამ უკანასკნელმა მოახერხა ქუთაისისა და უქიმერიონის ციხის აღება, გადაუჭრა რა ამით ბიზანტიელებს მნიშვნელოვანი გზები უღელტეხილებისკენ. 553 წლის ზაფხულში ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას აღწევს თელეფისთან და ბიზანტიელებს აიძულებს უკან ნესოსკენ დახევას. მირმიროს გარდაცვალების შემდეგ სპარსელთა სამხედრო მეთაურდა ნახორაგანი დაინიშნა 554 წელს. ის ასევე წარმატებულად ამარცხებს ბიზანტიელებს ონოგურისთან და განდევნა ისინი არქეოპოლისიდან. ამ დამარცხებამ დიდი უთანხმოება გამოწვია ლაზთა და ბიზანტიელთა გენერლებს შორის. მეფე გუბაზმა იმპერატორ იუსიტნიანეს შესჩივლა ბესას, მარტინსა და რუსტიკუსზე. ბესა იმპერატორმა გაიწვია, თუმცა რუსტიკუსმა და მისმა ძმამ გუბაზის მოკვლა მოახერხეს. ლაზებმა იმპერატორს მეფედ წათე, გუბაზის უმცროსი ძმა, დაანიშნიეს, ხოლო სენატორი ათანასე მკვლელობის საქმეს იძიებს. რუსტიკუსი და იოანე დაიჭირეს, გაასამართლეს და სახალხოდ თავი მოკვეთეს. 555 წელს მოკავშირეებმა დაიბრუნეს არქეოპოლისი და სპარსელების თავდასხმა ფაზისზე წარმოატებით მოიგერიეს. მომდევნო წლებში ბიზანტიელებმა მთიელი ტომების მისიმიანელებისა და აფსილების აჯანყება ჩაახშეს და საბოლოოდ განდევნეს სპარსელები ქვეყნიდან. 557 წლის ზავით დასრულდა ომი ბიზანტიისა და სპარსეთის იმპერიებს შორის. 562 წელს დადებული ორმოცდაათწლიანი მშვიდობის ხელშეკრულებით ხოსროს I-მა ცნო ლაზიკა როგორც ბიზანტიის ვასალი ქვეყანა ყოველწლიური გადასახადის
ნანახია: 7795 | დაამატა: mancho | რეიტინგი: 3.4/21
სულ კომენტარები: 1
1 irine  
0
upro mokled da gasagebad daweret raaaa

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024