პარასკევი, 04.19.2024, 1:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » ბახტრიონის ომი
3:32 PM
ბახტრიონის ომი

ბახტრიონსა და ყარაღაჯში სპარსელებმა ციხეები ააგეს. ალავერდში ხომ იდგნენ და იდგნენ! ამ ციხეებში მყოფი ყიზილბაშეი ელებს იცავდნენ და დარაჯობდნენ.
ბიძინა ჩოლოყაშვილმა კახელები ალავერდისკენ წაიყვანა, ხოლო შალვას, ელიზბარსა და ზეზვა გაფრინდაულს ლაშქარი, რომელშიც ქართლელები და მთიელები ითვლებოდნენ, ახმეტიდან ბახტრიონისკენ დაეშვა.
შუაღამისას ალავერდსა და ბახტრიონს ქართველები ერთდროულად დაეცნენ.
ზეზვამ და თუშმა გმირებმა, რომლებიც ბახტრიონზე პირველნი გადაეშვნენ, ლაშქარს ციხის კარები გაუხსნეს.
ბიძინა ჩოლოყაშვილმა ალავერდის ციხე შემუსრა.
ბახტრიონელი მეციხოვნეები გამოცვივდნენ და ალავერდისაკენ გაიჭრნენ, რათა იქ თავი შეეფარებინათ. მათ არ იცოდნენ, ალავერდსაც ბახტრიონის გასაჭირი თუ სჭირდა, შუა გზაზე ალავერდელ თანამოძმეებს შეეჩეხნენ, ჩოლოყაშვილისაგან დაფრენილები თავშესაფარებლად ბახტრიონისაკენ რომ მორბოდნენ.
ერთნი ალავერდისკენ გარბოდნენ, მეორენი ბახტრიონისკენ, მაგრამ ორივე ციხე უკვე ქართველებს ეჭირათ, მინდორში დარჩენილი ყიზილბაშები გონს ვერც მოვიდნენ, მდევრები ორივე მხრიდან რომ მოაწყდნენ.
მწარე დღე დაათენდათ. ქართველებმა ისინი სრულიად ამოწყვიტეს (იმ მინდორს მას შემდეგ „გაწყვეტილა" ჰქვია).
მეციხოვნეები რომ გაჟლიტეს, აჯანყებულები უკვე თვითონ ელებს დაერივნენ, ყველგან მისწვდნენ და დედაწულიანად ამოხოცეს ისინი.
ნანახია: 1363 | დაამატა: mancho | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024